ბარსელონა ლაიფციგის სლოვენიელ ფორვარდს აკვირდება
კატალონიურმა "ბარსელონა" "ლაიფციგის" თავდამსხმელს ბენჟამინ შეშკოს აკვირდება. ამის შესახებ Daily Mirror-ი იტყობინება.
შეშკოს კონტრაქტში გათვალისწინებულია კომპენსაციის ოდენობა, რომელიც 50 მილიონი ევროა. ეს ვარიანტი კი ზაფხულში გააქტიურდება.
20 წლის სლოვენიელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.