ავტორიზაცია

სუპერკომპიუტერმა მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონობის შანსები შეაფასა

სუპერკომპიუტერმა მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონობის შანსები შეაფასა
თარიღი 20 Mar 2024, 22:28
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების ჩემპიონობის შანსები შეაფასა. 

წყაროს ცნობით, ლევერკუზენის "ბაიერის" ჩემპიონობის შანსები, რომელიც ამჟამად ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს, 97,4%-ით არის შეფასებული. 

შედარებისთვის, მიუნხენის "ბაიერნს" გამარჯვების მხოლოდ 2.6% შანსი აქვს. 

26 ტურის შემდეგ ლევერკუზენის "ბაიერი" სატურნირო ცხრილის სათავეშია და მეორე ადგილზე მყოფ "ბაიერნს" ათი ქულით უსწრებს.