როგორი იქნება საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ლუქსემბურგთან მატჩში?

დღეს 21 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში ვილი სანიოლის გუნდი "დინამო არენზე" ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება.
Goal.ge აღნიშნული შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას გთავაზობთ: (3-5-2)
Goal.ge აღნიშნული შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას გთავაზობთ: (3-5-2)
მეკარე: მამარდაშვილი
მცველები: კვერკველია, კაშია (C), ლოჩოშვილი
ნახევარმცველები: კაკაბაძე, კიტეიშვილი, კანკავა, ქოჩორაშვილი, შენგელია
თავდამსხმელები: ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე
შეგახსენებთ, რომ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.