ავტორიზაცია

ზაზა ჯანაშია: "აქამდე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი შანსიც კი არ ჰქონია"

ზაზა ჯანაშია: "აქამდე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი შანსიც კი არ ჰქონია"
თარიღი 20 Mar 2024, 15:04
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩის შესახებ საკუთარი მოსაზრება საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ზაზა ჯანაშიამ დააფიქსირა.

"ადრე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი შანსიც კი არ ჰქონია. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ ლუქსემბურგი, განსაკუთრებით ისეთი შემადგენლობით, როგორიც ჩვენი გვყავს.

იმედი მაქვს, ფლეი-ოფის ფინალშიც ყველაფერი კარგად იქნება. უკეთესი შანსი არ მოგვეცემა. “, - განაცხადა ჯანაშიამ championat.com-თან საუბრაში.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის ხუთშაბათს, 21 მარტს გაიმართება.
temo
ტოპ კომენტარი
0
20 Mar 2024, 15:39
ეს რუსი ფეხბურთელი რაზე ლაპარაკობს? საქართველო კიდევ ახსოვს? ორი წლის წინ რო ფიფას აუჯანყდა სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო, ანუ რატომ დაბლოკე რუსი სპოტრსმენები პუტინის ომის გამოო. ისე გაახსენეთ, რო წინა სეზონზე საქართველო კიდევ უფრო ახლოს იყო ევროპაზე მოხვედრასთან და მხოლოდ ბოლო თამაშში დაკარგა ეს შანსი რომელიც თბილისში 0-1 წააგო. ახლა ოორი თამაში გვაქვს დარჩენილი.