პირველი ვარჯიში სტამბოლში - ცვლილებები 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, კალენდარულ სეზონს 22 მარტს, თურქეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩით დაიწყებს. მარტის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას, სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე, პენდიკის სტადიონი უმასპიძნძლებს.
სტამბოლის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი გიბრალტარში გაემგზავრება სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს, სტამბოლში, პენდიკსპორის ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. 21-წლამდე ნაკრების შეკრებას, ტრავმის გამო დონეცკის შახტარის მცველი - ლუკა ლაცაბიძე და ბაზელის ნახევარმცველი - გაბრიელ სიგუა დააკლდებიან. მიმდინარე შეკრებას, ტრავმის გამო ტოვებს ასევე დინამო თბილისის თავდამსხმელი - ჯადული იობაშვილი. ხოლო, გიორგი მაისურაძეს და ნოდარ ლომინაძეს დისკვალიფიკაცია აქვთ.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, ჩვენი ახალგაზრდული 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამე ადგილოსან შვედეთს 7 ქულა აქვს.

Nakrebi.ge