არსენალმა ტომიასუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
იაპონელმა მცველმა ტაკეჰირო ტომიასუმ ლონდონის "არსენალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა მედიის ცნობით, კონტრაქტი 2028 წლამდე იქნება ძალაში.
მიმდინარე სეზონში აზიელმა ფეხბურთელმა "მეთოფეების" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.