ჟირუ MLS-ის კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

"მილანის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ შესაძლოა ევროპის კონტინენტი ზაფხულში დატოვოს.
ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის თქმით, MLS-ის კლუბი "ლოს-ანჯელესი" ფორვარდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მიმდინარე სეზონში ოლივიე ჟირუმ "როსონერის" შემადგენლობაში 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.