ლუის დიასი პსჟ-სთვის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა

"პარი სენ-ჟერმენი" "ლივერპულის" თავდამსხმელით ლუის დიასით გაძლიერებას ცდილობს.
ჟურნალისტ სანტი აუნას განახლებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელი მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის "პსჟ"-ს პრიორიტეტულ სამიზნედ გახდა.
ლუის დიასმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" შემადგენლობაში 39 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.