უმძიმესი ტრავმა - ტიბო კურტუასთვის სეზონის დასრულდა
მადრიდის რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა, დღეს მძიმე ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი დასრულდა.
31 წლის ბელგიელმა მეკარემ, ვარჯიშზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა - სწორედ მსგავსი ტრავმის გამო გამოტოვა მან რამდენიმე თვე და რეაბილიტაციას გადიოდა.
ტიბო კურტუა რეალში 2018 წლიდან ირიცხება და სამეფო კლუბის მაისურით 230 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.