თამაშგარის წესი შესაძლოა შეიცვალოს - საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) თამაშგარის წესით ცვლილებას განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.

ახალი წესით მიხედვით, ფეხბურთელი მხოლოდ მაშინ იქნება თამაშგარე მდგომარეობაში, თუ ბოლო მცველზე წინ მთელი სხეულით აღმოჩნდება - გადაწყვეტილებას საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, თამაშგარის ახალი წესი ქვედა ლიგებში დაიტესტება და მხოლოდ შემდეგ გახდება გლობალური.