ავტორიზაცია

იძულებითი ცვლილებები 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში

იძულებითი ცვლილებები 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
თარიღი 20 მარ 2024, 14:40
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, დღეს, ქუთაისში ევროპის ჩემპიონატის ელიტ რუნდის პირველ მატჩს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. მნიშვნელოვანი მატჩების წინ, გუნდის განაცხადში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი, ლუკა კვაშილავა და საბა ასანიძე გუნდს ვირუსის შედეგად გამოწვეული მაღალი სიცხის გამო გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად დღეს, 17-წლამდე ნაკრებს - ლუკა ლაშხია, ლაშა ხუციშვილი და საბა ტარტარაშვილი დაემატნენ.

სერბეთთან გასამართ დღევანდელ მატჩს, თადარიგში დაიწყებს გუნდის ბირთვის რამდენიმე წევრი, რომლებსაც ასევე ტემპერატურა აღენიშნებოდათ, თუმცა დღეს უკვე კონდიციების აღდგენის რეჟიმში არიან და მზადებას მეორე ტურში, თურქეთთან გასამართი მატჩისთვის განაგრძობენ.

U17 | შემადგენლობა - ელიტ რაუნდი
მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი (ვესტერლო, ბელგია), საბა ტარტარაშვილი (დინამო თბილისი).

მცველები: ლუკა ლაშხია (მერანი მარტვილი), დაჩი გოგოლი (სელერო), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი (იბერია 1999), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი), სანდრო რატიანი (იბერია 1999), ნიკოლოზ სურგულაძე (იბერია 1999).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (იბერია 1999).

20 მარტი | საქართველო V სერბეთი | 17:00
23 მარტი | საქართველო V თურქეთი | 17:00
26 მარტი | საქართველო V დანია | 17:00