ავტორიზაცია

განახლებული რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ ფიფას რეიტინგში?

განახლებული რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ ფიფას რეიტინგში?
თარიღი 22 Mar 2024, 12:20
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის 1/2 ფინალში, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც 64-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.

პრინციპული გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა 11.85 ქულა მოიპოვა და 1,324.30 კოეფიცინეტით ფიფას რეიტინგში 77-დან 75-ე ადგილზე დაწინაურდა. 

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება - მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება.