ავტორიზაცია

რუბიალესმა პატიმრობის თავიდან აცილების გზა იპოვა

რუბიალესმა პატიმრობის თავიდან აცილების გზა იპოვა
თარიღი 23 Mar 2024, 02:10
ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა შესაძლოა დომინიკის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღოს. 

როგორც Sport.es აღნიშნავს, ამ გზით მას ესპანეთში ექსტრადიციის თავიდან აცილება სურს, სადაც პროკურატურამ მისი დაკავების ორდერი გასცა. 

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ესპანეთის პროკურატურამ რუბიალესის დაკავების ორდერი გასცა. 

ჩხრეკა ჩატარდა RFEF-ის შენობაში, რომელიც დაიწყო საუდის არაბეთთან დადებული კონტრაქტის გამო, რომელიც გულისხმობდა ესპანეთის სუპერთასის მასპინძლობის უფლების ამ ქვეყანას გადაცემას. 

ამ გარიგებაში კორუფციისა და ფულის გათეთრების ნიშნები იყო. საუდის არაბეთთან შეთანხმების მიხედვით, RFEF ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს იღებს.