ჟირუ ახლოსაა ლოს ანჯელეს გალაქსიში გადასვლასთან
"მილანის" ფორვარდი ოლივიე ჟირუ "ლოს-ანჯელეს გალაქსიში" გადასვლას უახლოვდება.
ფრანგს "როსონერისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ ზაფხულში ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა კლუბში გადასვლა შეუძლია.
L'Equipe-ის ცნობით, 37 წლის თავდამსხმელი MLS-ის წარმომადგენელ "ლოს-ანჯელეს გალაქსისთან" შეთანხმებასთან ახლოსაა.
ოლივიე ჟირუს "მილანის" მაისურით 121 მატჩში 46 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა.