ელიტრაუნდი: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უხვგოლიან მატჩში შოტლანდია დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ეტაპის მეორე ტურში, შოტლანდიის ნაკრები უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 დაამარცხა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მესამე ტურის შეხვედრას 26 მარტს მასპინძელ იტალიის 19-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს.
შოტლანდიელები ვილსონმა მე-11 წუთზე დააწინაურა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ცოტნე ბერელიძემ წონასწორობა აღადგინა (1:1).
მეორე ნახევარი ვასილ მაისურაძის გუნდმა აქტიურად დაიწყო და უკვე 55-ე წუთზე ალეკო ბასილაძემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა.
აქედან 10 წუთში წონასწორობის აღდგენა ამჯერად მეტოქე გუნდის მოთამაშეებმა შეძლეს. თუმცა, 70 წუთზე დაჩი ლორთქიფანიძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:2).
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მესამე ტურის შეხვედრას 26 მარტს მასპინძელ იტალიის 19-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს.