ელიტრაუნდი: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ტურში თურქეთი დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე ტურის მატჩი გამართა.
შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები 65-ე წუთზე მათე შათირიშვილმა დააწინაურა, რასაც 76-ე წუთზე ხალიდ დოლტმურზიევის გოლი მოჰყვა.
90+1 წუთზე სტუმართა მხრიდან ერთი გოლი გიულმენმა გაქვითა, საბოლოო ანგარიში 90+14 წუთზე ლაშა ხუციშვილმა დააფიქსირა (3:1).
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს სერბეთის მსგავსად 3 ქულა აქვს, თურქეთი ერთი ქულით ბოლო ადგილს იკავებს, ხოლო ჯგუფს 4 ქულით დანიის ახალგაზრდული ნაკრები ლიდერობს.
ელიტრაუნდის ბოლო ტურის მატჩები 26 მარტს გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიას დაუპირისპირდება, სერბეთი კი თურქეთს შეხვდება.