100 მილიონი სეზონში - არაბული კლუბი ლევანდოვსკის ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს
ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონას თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის საუდის არაბეთში ეპატიჟებიან - ინფორმაციას mundo deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი არაბული კლუბი ლევანდოვსკის დაუკავშირდა და ხელფასის სახით წელიწადში 100 მილიონი ევრო შესთავაზა. ამ ეტაპზე, პოლონელ ფეხბურთელს ბარსელონას დატოვება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ღირსებას 2022 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელმა ბლაუგრანას მაისური 39 შეხვედრაში მოირგო, 20 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გაიფორმა.