ავტორიზაცია

BREAKING: ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

BREAKING: ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თარიღი 20 Mar 2024, 15:14
ბარსელონას სასამართლომ ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამის შესახებ Marca იტყობინება.

დანი ალვეშის ადვოკატმა ინეს გვარდიოლამ ბარსელონას სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა და მსჯავრდებულის საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარში 40 წლის დანი ალვეში ბარსელონას ღამის კლუბ გოგონას გაუპატიურებაში წაუყენეს ბრალი. 

20 იანვარს ბრაზილიელი დააკავეს. მოგვიანებით, ბრაზილიელს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ალვეშს ასევე დაზარალებულისთვის 150 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.