მადრიდის ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსის სატრანსფერო ფასი დაასახელა

მადრიდის "ატლეტიკომ" თავდამსხმელ ჟოაო ფელიქსის სატრანსფერო ფასი დაასახელა.
როგორც AS-ის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, "ატლეტიკო" ფეხბურთელის ტრანსფერიდან 80 მილიონი ევროს გამომუშავებას აპირებენ.
მიმდინარე სეზონში ფელიქსი იჯარით კატალონიურ ბარსელონაში თამაშობს.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ბარსას მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.