ავტორიზაცია

საქართველო - საბერძნეთის მატჩის მთავარი მსაჯი შიმონ მარჩინიაკი იქნება

საქართველო - საბერძნეთის მატჩის მთავარი მსაჯი შიმონ მარჩინიაკი იქნება
თარიღი 24 Mar 2024, 14:12
ცნობილი გახდა, ვინ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალის მატჩს საქართველოსა და საბერძნეთს შორის.

შეხვედრის მთავარი არბიტრი გამოცდილი შიმონ მარჩინიაკი იქნება, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა. 

მარჩინიაკმა ასევე ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალიც იმსაჯა, რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "ინტერს" შორის შედგა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. 

საქართველოსა და საბერძნეთის ფინალური მატჩი 26 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.
temo
ტოპ კომენტარი
0
27 Mar 2024, 14:03
ეგება ისიც დაგეწერათ სადაურია ეს მსაჯი, თუ გასაიდუმლოებულია?