კოკემ მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა კოკემ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდი იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის ესპანელის ახალი ხელშეკრულება "ატლეტიკოსთან" 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, მომავალში ხელშეკრულების ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.