რაშფორდმა შესაძლოა ევრო 2024 გამოტოვოს
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა შესაძლოა მომავალი ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს.
როგორც The Telegraph-ის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი მიმდინარე სეზონში ფორვარდის თამაშით უკმაყოფილოა.
თუ მარკუსი დარჩენილ დროში თამაშს არ გააუმჯობესებს, მისი ევროპის ჩემპიონატზე თამაში რისკის ქვეშ დადგება.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 7 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.