BREAKING: ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ნაპოლის" ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას ბევრ გუნდს უკავშირებენ.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 23 წლის კვარაცხელია ზაფხულში კლუბის შეცვლას არ გეგმავს.
ხვიჩას განვითარების ციკლის დასასრულებლად "ნაპოლიში" კიდევ ერთი სეზონის გატარება სურს. ამ პოზიციას მხარს უჭერენ ფეხბურთელის მამა და აგენტი.
წყაროს ცნობით, "ნაპოლი" კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც სეზონში მინიმუმ 4,5 მილიონი ევროს გამოიმუშავებს. ხელშეკრულება კი შეიძლება გაგრძელდეს 2028 ან 2029 წლის ზაფხულამდე. კონტრაქტში სავარაუდოდ მითითებული იქნება ტრანსფერის გამოსყიდვის ვარიანტიც.