სანდრო ტონალის აკრძალული ფსონების განთავსების გამო ახალი ბრალი წაუყენეს

"ნიუკასლის" იტალიელი ნახევარმცველი სანდრო ტონალი გასული წლის შემოდგომით აკრძალული ფსონების განთავსების გამო, 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ფეხბურთელის დასჯის გადაწყვეტილება იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო.
ტონალი ამჟამად FA-მ ახალი ბრალი წაუყენა. ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება, რომ ტონალიმ 2023 წლის 12 აგვისტოდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ფსონების განთავსებით 50-ჯერ დაარღვია E8 წესი.
სანდრო ტონალს ბრალდებაზე პასუხის გასაცემად ვადა 5 აპრილამდე აქვს. სანდრო ტონალის ამჟამინდელი დისკვალიფიკაცია 2024 წლის 27 აგვისტომდეა ძალაში.