ლივერპული კლოპის შემცველელად ორ კანდიდატს განიხილავს

მას შემდეგ რაც ჩაბი ალონსომ "ბაიერში" დარჩენა გადაწყვიტა, "ლივერპულის" მოკლე სიაში ორი კანდიდატი გახლავთ.
ტაბლოიდის Daily Mail-ის ცნობით, "მერსისაიდული" გუნდი "ბრაიტონიდან" რობერტო დე ძერბითა და რუბენ ამორიმით არის დაინტერესებული, რომელიც ლისაბონის "სპორტინგს" ხელმძღვანელობს.
სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი იურგენ კლოპის ადგილს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი "მერსესაიდელებს" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.