ზიდანმა შესაძლოა ბაიერნი ჩაიბაროს

ფრანგმა სპეციალისტმა ზინედინ ზიდანმა შესაძლოა გერმანული ტოპ კლუბი ჩაიბაროს.
Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესებულია მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელით.
ზინედინს მიუნხენის გრანდში მუშაობის შესაძლებლობა იზიდავს. მას სჯერა, რომ "ბაიერნში" წარმატების მიღწევა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ზინედინს 2021 წლიდნ მოყოლებული არ უმუშავია.