𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: უარი ლივერპულსა და ბაიერნს - ჩაბი ალონსოს გადაწყვეტილება ცნობილია
ცნობილი ინსაიდერი დავიდ ორშტეინი ჩაბი ალონსოს მომავალზე ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ლევერკუზენის ბაიერის" მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსომ "ლივერპულსა" და მიუნხენის "ბაიერნს" უარი უთხრა და მომავალ სეზონშიც "ფარმაცევტებს" უხელმძღვანელებს.
ჩაბი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლიდან მუშაობს.
26 ტურის შედეგების მიხედვით, "ბაიერი" გერმანიის ბუნდესლიგის სატუენირო ცხრილში 70 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ "ბაიერნს" ათი ქულით უსწრებს.