ავტორიზაცია

შესნიმ შესაძლოა იუვენტუსთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს

შესნიმ შესაძლოა იუვენტუსთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს
თარიღი 28 Mar 2024, 13:48
პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შესნიმ შესაძლოა ტურინის "იუვენტუსთან" ახალი შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ ინსაიდერმა ნიკოლო სკირამ სოციალური ქსელის საშუალებით იტყობინება. 

"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მზადაა გაახანგრძლივოს თანამშრომლობა, თუ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება. 

მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. 

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პოლონელმა მეკარემ "იუვენტუსის" შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა.