მშრალი კარი! როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ მატჩში?

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "მალიორკას" დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც სამი ბურთი მოიგერია და კარი მშრალად შეინახა.
ქართველმა მეკარემ Sofascore-სგან 7.5 შეფასება დაიმსახურა.

"ვალენსია" ლა ლიგის სატრურნირო ცხრილში 41 ქულით მე-8 ადგილზეა.