როგორი შეფასება მიიღო დავითაშვილმა დღევანდელ მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში "ბორდო" საკუთარ მოედანზე "პარიზს" დაუპირისპირდა.
 
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
23 წლის ნახევარმცველმა Sofascore-სგან 8.1 შეფასება დაიმსახურა.








