კვარაცხელია ზაფხულში ბარსელონაში არ გადავა - ამის მიზეზი ცნობილია

"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონაში" არ გადავა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება. 
"ბარსელონა" კვარას დიდი ხანია აკვირდება, თუმცა ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 23 წლის შემტევის შენარჩუნებას კიდევ ერთი წლით აპირებს. 
2023/2024 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 38 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ათი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 







