განახლება: რა ღირს საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Transfermarkt-მა ევროპის ჩემპიონატებში ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
ცვლილებები არაერთ ქართველ ფეხბურთელს შეეხო: გიორგი მამარდაშვილის ფასი 5 მილიონით გაიზარდა და 35 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 8-დან 9 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდის საერთო საბაზრო ღირებულება 150.20 მილიონ ევროს შეადგენს, რაც რა თქმა უნდა, ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
საქართველოს ნაკრები ამ მონაცემით მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ნაკრები (151.85) ერთი საფეხურით წინაა.