ჩავიმ შესაძლოა ნიდერლანდული გრანდი ჩაიბაროს

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ზაფხულში შესაძლოა "აიაქსი" ჩაიბაროს. ინფორმაციას Diario Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "აიაქსი" სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელს აუცილებლად შეცვლის და ჩავი ერთ-ერთი კანდიდატია.
შეგახსენებთ, ჩავი მომავალ ზაფხულს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას გეგმავს, რაც ოფიციალურად იანვრის ბოლოს გამოაცხადა.