მარსელომ ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა მარსელომ თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
მეკარე: კეილორ ნავასი.
მცველები: რაფინია, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, რობერტო კარლოსი.
ნახევარმცველები: კაზემირო, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი.
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო, ნეიმარი.
ამჟამად 35 წლის ფეხბურთელი სამშობლოში "ფლუმინენსეში" თამაშობს.