ბარსელონა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კატალონიური "ბარსელონას" სატრანსფერო სიაში რჩება.
Diario AS-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ნეაპოლურ მხარესთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კვარას შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
კვარაცხელია ესპანური გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა. ამავდროულად, "ნაპოლის" არ სურს ერთ-ერთი წამყვანი შემტევი მოთამაშის გაყიდვა.
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 23 წლის გარემარბისთვის ახალი კონტრაწტის შეთავაზებას გეგმავს. მისი სურვილია გუნდი ხვიჩას ირგვლივ ააწყოს.