ზაზა ჯანაშია: "ხვიჩას რომ რუსეთის პრემიერ ლიგა არ ეთამაშა, ასეთი ფეხბურთელი ვერ გახდებოდა"
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ Metaratings-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"რუსული ფეხბურთი ქართულზე ძლიერია. მინდა ჩემმა შვილმა რუსული სკოლა გაიაროს. ის ტექნიკურია, მაგრამ რაღაც აკლია, რასაც რუსეთში შეიძენს.
ხვიჩამაც ხომ რუსეთში დაიწყო. მას რომ რუსეთის პრემიერ ლიგა არ ეთამაშა, ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა",- განაცხადა ჯანაშიამ.