ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე არსენალთან მატჩში ხუთი ფეხბურთელი დააკლდება
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის :არსენალს" დაუპირისპირდება.
პირველ მატჩში გერმანული გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის გამოაკლდება. ამის შესახებ გუნდის მწვრთნელმა თომას ტუხელმა დაადასტურა.
"ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ ნოიერი, მაზრაუი, სანე, კომანი და პავლოვიჩი არ ითამაშებენ. ისინი ასევე მიუწვდომელი იქნებიან არსენალთან გასვლით შეხვედრაზე", - ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "ბაიერნის" პირველი მატჩი ლონდონში 9 აპრილს გაიმართება.