მანჩესტერ სიტიმ როდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობა კმაყოფილია ესპანელი ნახევარმცველის, როდრის თამაშით. 
The Sun-ის ცნობით, "ქალაქელები" 27 წლის ნახევარმცველს 2029 წლამდე ახალი სამუშაო ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებენ. 
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 210-დან 350 ათას ევრომდე გაიზრდება. 
მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ახალ გარიგების პირობებს განიხილავენ. 
ესპანელს მანჩესტერ "სიტისთან" მოქმედი კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. 

