მილანს მადრიდის რეალის ნახევარმცველით გაძლიერება სურს
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა დანი სებალოსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა კლუბი შეცვალოს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
როგორც წყარომ შეიტყო, ესპანელ ნახევარმცველის ტტანსფერით "მილანი" ინტერესდება.
"როსონერი" მზადაა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენცია გაუწიოს მადრიდის "ატლეტიკოს", რომელიც ასევე დაინტერესდა ფეხბურთელით.
მიმდინარე სეზონში სებალოსმა "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.