ახალი რეკორდი - გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში შევიდა

გიორგი მამარდაშვილმა ნეტო მურარას რეკორდი გააუმჯობესა და ვალენსიას ისტორიაში შევიდა.
ქართველი ფეხბურთელი ვალენსიას ისტორიაში გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში კარი მშრალად 11 მატჩში შეინახა - მანამდე, აღნიშნული რეკორდი (10 მშრალი კარი) სწორედ მურარას ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ჩატარებულ 93 შეხვედრიდან 29-ში გოლი არ გაუშვია.