ავტორიზაცია

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
თარიღი 21 Mar 2024, 16:28
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Transfermarkt-მა ლა ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" 23 წლის მეკარეს გიორგი მამარდაშვილსაც შეეხო.

მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად, 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 32 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა 9-ჯერ შეძლო.