ალ-ნასრი მზადაა კევინ დე ბრუინის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

მანჩესტერ "სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბი შეცვალოს.
TeamTalk-ის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით საუდის არაბეთის კლუბი "ალ-ნასრი" ინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ "ალ-ნასრი" მზადაა ბელგიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
მიმდინარე სეზონში ბელგიელმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.