პსჟ-მ შესაძლოა ოსიმენის ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს

"პსჟ" "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენით ინტერესდება. 
II Mattino-ს ცნობით, ფრანგული კლუბი არ აპირებს "ნაპოლის" ნიგერიელი ფორვარდისთვის 120 მილიონი ევროს გადახდას. 
"პსჟ" განიხილავს ვარიანტს, რომელშიც ოსიმენის ტრანსფერის გარიგებაში მისი ორი ფეხბურთელის ჩართვა იქნება შესაძლებელი - საუბარია მარკო ასენსიოზე და კარლოს სოლერზე. 
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლის გატანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. 
ფეხბურთელის კონტრაქტი ნეაპოლიტანურ კლუბთან 2026 წლამდეა ძალაში.








