მანჩესტერში და მიუნხენში დარჩენილი ორი 1/2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა
დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები გაიმართება და კიდევ ორი 1/2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
მანჩესტერ სიტი V რეალი (პირველი მატჩი: 3-3)
დაძაბული მატჩის მოლოდინია მანჩესტერში, სადაც მოქმედი ჩემპიონი სიტი რეალს უმასპინძლებს - გუნდების პირველი დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე 3-3 დასრულდა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში გუნდები ერთმანეთს სულ 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 მატჩი სიტიმ მოიგო, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ გამარჯვება რეალს დარჩა.
სავარაუდო შემადგენლობები:
სიტი: ედერსონი, გვარდიოლი, აკანჯი, დიაში, უოლკერი, როდრი, დე ბრუინი, ფოდენი, სილვა, გრილიში, ჰოლანდი
რეალი: ლუნინი, კარვახალი, ნაჩო, რუდიგერი, მენდი, კროოსი, ვალვერდე, კამავინგა, ბელინგემი, ვინისიუსი, როდრიგო
ბაიერნი V არსენალი (პირველი მატჩი: 2-2)
კიდევ ერთი 1/2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა ალიანს არენაზე, სადაც ბაიერნი არსენალს მიიღებს - პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა და ფრედ, 2-2 დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში უპირატესობა გერმანელების მხარეს არის - 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, დე ლიგტი, დაიერი, მაზრაუი, ლაიმერი, გორეცკა, მიულერი, მუსიალა, ზანე, კეინი
არსენალი: რაია, უაითი, სალიბა, მაგალაესი, რაისი, ოდეგორი, ჰავერცი, საკა, მარტინელი, გაბრიელი
ორივე მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათზე აიღებს სტარტს.