უნიკალური მიღწევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში! - კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ახალი ფურცელი დაწერეს
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე საკუთარ გუნდებში გამორჩეულ სეზონს ატარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" ცუდი სეზონი აქვს კვარა თითქმის საჩემპიონო სეზონის სტატისტიკას იმეორებს.
მიქაუტაძე კი "მეცში" დაბრინების შემდეგ პირადად ცდილობს გუნდის ლიგა 1-ში დაბრუნებას.
ორივე მათგანის ანგარიშზე 2023/24 წლების სეზონში 10-10 გოლია.
Georgian Footy-ის ინფორმაციით, ევროპის ტოპ 5 ლიგაში აქამდე ორ ქართველს ერთ სეზონში 10-გოლიანი ნიშნულისთვის არ მიუღწევია.