ავტორიზაცია

დე ხეა დასაბრუნებლად ემზადება - ესპანელი მეკარე ლა ლიგის კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

დე ხეა დასაბრუნებლად ემზადება - ესპანელი მეკარე ლა ლიგის კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 23 Apr 2024, 13:57
ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს.

Estadio Deportivo-ს ცნობით, 33 წლის მეკარე მოლაპარაკებებს ბეტისთან აწარმოებს და დიდი შანსია, მომავალი წლიდან ლა ლიგაში იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედი 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდ არის.