უნაი ემერი ასტონ ვილასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანელმა სპეციალისტმა უნაი ემერიმ "ასტონ ვილასთან" კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც 2027 წლამდე იქნება ძალაში. ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, პრემიერ ლიგის კლუბის ხელმძღვანელობას სპწციალისტთან ხანგრძლივი თანამშრომლობა სურს.
"ასტონ ვილა" ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 66 ქულით მეოთხე ადგილზეა.