ჟირუმ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია

ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ "მილანს" 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს დატოვებს. 
27 წლის ფორვარდი კარიერას MLS-ში "ლოს-ანჯელესის" რიგებში გააგრძელებს. 
როგორც ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი სოციალურ ქსელებში იუწყება, ჟირუსა და ამერიკულ კლუბს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. 
კონტრაქტი 1.5-წლიანი იქნება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ვარიანტით. 
შეგახსენებთ, რომ 2023/2024 წლების სეზონის 42 მატჩში ჟირუმ 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.







