მხარეებს შორის შეთანხმება შედგა - ჩავი ბარსელონაში რჩება

კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჩავი სეზონის ბოლოს კლუბს აღარ დატოვებს.
Fabrizio Romano-ს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს კლუბის ხელმძღვანელობა შეხვდა და კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაითანხმა - ჩავის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ ბარსელონა 2021 წლის 6 ნოემბერს ჩაიბარა და გუნდთან ერთად ჩატარებული 136 მატჩიდან 85 მოიგო.