ფრენკი დე იონგს ბარსელონაში დარჩენა სურს

ნიდერლანდელი ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის ტრანსფერით არაერთი ტოპ გუნდი ინტერესდება.
Relevo-ს ცნობით, დე იონგს "ბარსელონაში" დარჩენა სურს. თუმცა კლუბი მზადაა მოთამაშე გაყიდოს, კატალონიელებს ტრანსფერში 60-70 მილიონი ევროს მიღება სურს.
2023/2024 წლების სეზონში ნიდერლანდელმა 30 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა.